ხიდი მდინარე კვაიზე (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ხიდი მდინარე კვაიზე“
რეჟისორი დევიდ ლინი
პროდიუსერი სემ შპიგელი
სცენარის ავტორი კარლ ფორმანი
მაიკლ უილსონი
ნაწარმოები ხიდი მდინარე კვაიზე
როლებში ალეკ გინესი
უილიამ ჰოლდენი
ჯეკ ჰოკინსი
სასუ ჰაიაკავა
კომპოზიტორი მალკოლმ არნოლდი
სტუდია Horizon Pictures
დისტრიბუტორი Columbia Pictures
პრემიერა 1957
ხანგრძლივობა 161 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
აშშ
ენა ინგლისური ენა
ბიუჯეტი 2.8 მილიონი $
შემოსავალი 30.6 მილიონი $

ხიდი მდინარე კვაიზე — რეჟისორ დევიდ ლინის 1957 წელს გადაღებული ეპიკური საომარი ფილმი, რომელიც დაფუძნებულია პიერ ბულის მიერ 1952 წელს გამოქვეყნებულ იმავე სახელწოდების რომანზე. ფილმში მოქმედება 1942-1943 წლებში ბირმის რკინიგზის მშენებლობისას ვითარდება. მონაწილეობენ: ალეკ გინესი, უილიამ ჰოლდენი, ჯეკ ჰოკინსი და სესუ ჰაიაკავა.

ფილმის თავდაპირველი სცენარი კარლ ფორმანს ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგში მაიკლ უილსონმა შეცვალა. ორივე სცენარისტს საიდუმლოდ მუშაობა უწევდათ, რადგანაც ჰოლივუდის შავ სიაში იყვნენ და მუშაობის გასაგრძელებლად გაერთიანებულ სამეფოში გაქცევა მოუხდათ. პიერ ბულმა, რომელიც ინგლისურად ვერ საუბრობდა, ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო. ფორმანმა და უილსონმა ოსკარი გარდაცვალების შემდეგ მიიღეს.[1]

ხიდი მდინარე კვაიზე 1945 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო და კრიტიკოსთაგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმმა ოსკარის 30-ე დაჯილდოებაზე 7 ჯილდო (მათ შორის ოსკარი საუკეთესო სურათისთვის) დაიმსახურა. 1997 წელს ხიდი მდინარე კვაიზე „კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობის“ მქონე ფილმად დაასახელეს და აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანა.[2][3] ამერიკის კინოინსტიტუტმა ფილმი ყველა დროის საუკეთესო ამერიკულ ფილმებს შორის დაასახელა.[4][5] 1999 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ხიდი მდინარე კვაიზე XX საუკუნის 100 საუკეთესო ბრიტანულ ფილმს შორის მე-11 ადგილას დაასახელა.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სცენარისტები: კარლ ფორმანი და მაიკლ უილსონი ჰოლივუდის შავ სიაში იყვნენ, რის გამოც ინგლისში ცხოვრობდნენ და ფილმზე მხოლოდ საიდუმლოდ მუშაობა შეეძლოთ. სცენარისტებს ერთად არ უმუშვიათ. ფორმანის ნამუშევრით ლინი კმაყოფილი არ იყო, რის შემდეგაც მასზე მუშაობა უილსონმა გააგრძელა. ოფიციალურად სცენარი პიერ ბულს მიეკუთვნა (რომელიც ინგლისურად ვერ საუბრობდა), რომელსაც შედეგად ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის გადაეცა. 1984 წელს კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიამ სიტუაცია გამოასწორა და ფორმანსა და უილსონს ოსკარი გარდაცვალების შემდეგ მიენიჭათ.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Aljean Harmetz (16 March 1985). „Oscars Go to Writers of 'Kwai'. The New York Times. ციტირების თარიღი: 14 March 2019.
  2. Complete National Film Registry Listing | Film Registry | National Film Preservation Board | Programs at the Library of Congress | Library of Congress. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  3. New to the National Film Registry (December 1997) - Library of Congress Information Bulletin. ციტირების თარიღი: 2020-09-18
  4. On the AFI's 100 Years...100 Movies lists, in 1998 (#13) and 2007 (#36)
  5. Roger Ebert. Great Movies: The First 100. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 იანვარი 2013. ციტირების თარიღი: 25 February 2013
  6. The Guardian, 17 April 1991