ხიდისთავის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხიდისთავის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
უბანი ავლაბარი
წინა სახელები მირქმის ქუჩა

ხიდისთავის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში. კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩიდან დუშეთის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში.

1923 წლამდე მირქმის ქუჩა ერქვა. დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე. ხიდისთავის და დუშეთის ქუჩის შესაყარზე დგას XIX საუკუნის წმინდა მარინეს ეკლესია, რომელსაც ერთხანს მირქმის ეკლესია ერქვა. ქუჩაზე და მეორე ჩიხში შემორჩენილია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები, აქვს 2 შესახვევი და 3 ჩიხი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]