ხიდა
ხიდა | |
---|---|
კოორდინატები: 43°04′05″ ჩ. გ. 42°02′58″ ა. გ. / 43.06806° ჩ. გ. 42.04944° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | მესტიის მუნიციპალიტეტი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2633 მ |
ქედი | კოდორის ქედი |
ხიდა — უღელტეხილი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მესტიისა და ოჩამჩირის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს კოდორის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე 2633 მ. აგებულია პალეოზოური კრისტალური ფიქლებით. კალთებზე ქვევით წიფლნარი და მუქწიწვოვანი ტყეა, ზევით — სუბალპური და ალპური მდელოები. ხიდა აფხაზეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი, მდინარეების ნენსკრისა (ენგურის მარჯვენა შენაკადი) და საკენის (კოდორის ერთ-ერთი მდგენელი) ხეობებზე გამავალი უმოკლესი გზაა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 478.