ხიბინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხიბინები
ხიბინები
ხიბინები
კოორდინატები: 67°44′05″ ჩ. გ. 33°43′34″ ა. გ. / 67.73472° ჩ. გ. 33.72611° ა. გ. / 67.73472; 33.72611
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
უმაღლესი წერტილი იუდიჩვუმჩორი
სიმაღლე 1200,6 
ფართობი 1300 კმ²
ხიბინები — რუსეთი
ხიბინები

ხიბინები (რუს. Хибины; საამების ენაზე „ხიბინ“ — მთები) — ინტრუზიული მთის მასივი კოლის ნახევარკუნძულზე. სიმაღლე 1200,6 მ-მდე (მთა იუდიჩვუმჩორი). აგებულია ნეფელინიანი სიენიტებით, რომელთანაც დაკავშირებულია აპატიტ-ნეფელინიანი მადნის მდნარი საბადოები, მათ შორის: კუკისვუმჩორი, იუქსპორი, რასვუმჩორი და სხვა. ხიბინებში ამჟამად გამოვლინებულია დაახლოებით 500 მინერალი. მწვერვალები პლატოსებრია, კალთები — ციცაბო. არის თოვლის ლაქები და მყინვარები. ხშირია ზვავები. პოლარული ღამე 42 დღე გრძელდება. ზაფხული ხანმოკლეა. ხეობებში წლიურად 600-700 მმ ნალექი მოდის, ხოლო პლატოებზე 1600 მმ წელიწადში. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. გაბატონებულია მთის ტუნდრა. კალთების ქვედა ნაწილში ტანბრეცილი არყის ტყეტუნდრა, ნაძვნარ- და ფიჭვნარ-არყნარებია. მთა ვუდიევრჩორზე მსოფლიოში ერთადერთი პოლარულ-ალპური ბოტანიკური ბაღია. ხიბინების მთისძირში არის ქალაქები აპატიტი და კიროვსკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]