ხვლიკისებრნი
იერსახე
ხვლიკისებრნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Lacerta agilis | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Lacertidae | |||||||||||||
|
ხვლიკისებრნი — ქვეწარმავლების ოჯახი ხვლიკისნაირთა ქვერიგისა (ან რიგისა). მათი სხეულის სიგრძე 12-13 სმ-იდან 90 სმ-ს აღწევს. თავი დაფარულია ფარებით, სხეული – მარცვლოვანი ან კრამტისებრი ქერცლით. ოჯახში 30 გვარის 170-მდე სახეობაა. უმრავლესობა კვერცხმდებია. გავრცელებულები არიან ევროპაში, აზიასა და აფრიკაში (მადაგასკარის გარდა).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 477.