მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხვიარა შორვალა |
---|
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Vincetoxicum scandens Sommier & Levier, 1892 |
სინონიმები |
---|
- Alexitoxicon scandens (Sommier & Levier) Pobed., 1962
- Antitoxicum scandens (Sommier & Levier) Pobed, 1952
- Cynanchum scandens (Sommier & Levier) Kusn., 1905
- Vincetoxicum amplifolium C. Koch, 1850
|
|
ხვიარა შორვალა (ლათ. Vincetoxicum scandens) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქენდირისებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 180 სმ-მდეაა. აქვს ხვიარა, წვრილად შებუსული ღერო. ფორმით კვერცხისებური ან ლანცეტა ფოთლები, ქვევით განლაგებულები დიდი ზომისაა. ყვავილედი იღლიური მტევანია, გვირგვინის ნაკვთები ოდნავ ხორცოვანია, სამკუთხა, მურა-მოშავო ან მომწვანო. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებსა და ბუჩქნარებში.[1]