ხვეწის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხვეწის წმნიდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ნასოფლარ გომნის სიახლოვეს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.

ტაძარი სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, ნართექსით გაერთიანებული, რომლის ცენტრალური ეკლესიის ზომებია დაახლ. 10 მ×4 მ. სარკმლები დაბალია და განიერი, აფსიდა ორი საფეხურითაა ამაღლებული. მონასტრის კედლებზე შეინიშნება შელესილობის კვალი, სამონასტრო კომპლექსს ირგვლივ გალავანი აქვს გარშემორტყმული. ტაძარი ნაგებია უხეშად ნატეხი მსხვილი ქვით. შენობის კუთხეები ამოყვანილია კარგად გათლილი დიდი ლამაზი ბლოკებით. სამშენებლო ტექნიკით ხვეწის საყდარი დიდად უახლოვდება დვირის მთავარანგელოზის ეკლესიას (იხ.ქვემოთ). მოგვიანო ხანაში აქ ჩაუდგამთ განივი ტიხარი, რომელიც სანახევროდ დანგრეულია. ამ რეკონსტრუქციას XV-XVI საუკუნეებით ათარიღებენ. სამწუხაროდ, ტაძარმა ჩვენამდე ნანაგრევების სახით მოაღწია. ტაძარს, მისი ხუროთმოძღვრული მონაცემების გათვალისწინებით, X საუკუნის შუა ხანებით ათარიღებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 53-54
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ. 1985
  • რჩეულიშვილი ლ., ძველი ნასოფლარები ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოებში, თბ., 1994
  • ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, თბ., 1987
  • ხოშტარია დ., ჩითახევის სამონასტრო ეკლესია, თბ., 1983
  • ხოშტარია დ., კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის, თბ., 1985