შინაარსზე გადასვლა

ხვარხვარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხვარხვარა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  Petrosimonia
სახეობა:  ხვარხვარა
ლათინური სახელი
Petrosimonia brachiata (Pall.) Bunge, 1862

ხვარხვარა[1] (ლათ. Petrosimonia brachiata) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 40 სმ-მდე აღწევს. ღერო სწორად მდგომი ან წამოწეულია, ძირიდან დატოტვილი, ტოტები მოპირისპირედ განლაგებული და მიტკეცილი ბეწვით მოფენილია. ფოთლები მომსხოა, ხაზური ან ნახევრად ცილინდრული ფორმის. ყვავილები დამოკლებულ ტოტებზე სხედან, თანაყვავილაკები წვერში გადაღუნულია. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-ოქტომბერში. გავრცელებულია კავკასიაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და მცირე აზიაში, ირანში. საქართველოში გვხვდება შიდა და ქვემო ქართლსა და კახეთში. იზრდება მთის ქვედა სარტყელში მლაშობ და რუდერალურ ადგილებში.[2]

ქიზიყში შოროქნის კატკატო, უშუ და სილქანი ეწოდება.[1]

  1. 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ხვარხვარა // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
  2. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 20.