ხვანჭკარის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხვანჭკარის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევი მდებარეობს სოფელ ხვანჭკარაში, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ხვანჭკარის საშუალო სკოლის ჩრდილოეთით. წყარო "აშხაპირას" მიმდებარედ. ნაეკლესიარის გარშემო სასაფლაოა მოწყობილი. ეკლესიის გეგმა ცუდად იკითხება. მოზრდილი ზომის ეკლესია სავარაუდოდ დარბაზული ნაგებობა უნდა ყოფილიყო. ძლიერ გავს პონტოელი ბერძნების მიერ მე-19-მე-20 საუკუნეებში მშენებარე ეკლესიების ტიპს. ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე, ასევე გამოყენებულია ნათალი, კარგად დამუშავებული კვადრები, სავარაუდოდ პერანგის წყობისთვის. ეკლესია მთლიანად დანგრეულია, მის ადგილას მცირედ წამოზიდული ბორცვია წარმოქმნილი. გარკვეულ ადგილებში ჩანს კედლის წყობებიც. ასევე კარგად იკითხება საკურთხევლის ინტერიერის წრიული მოყვანილობა. აქვეა ერთად დალაგებული არქიტექტურული დეტალებიც, მათ შორის ბაზისები, სვეტები (კანკელის სავარაუდოდ). ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთის კუთხეში ჩანს სავარაუდოდ მინაშენის კედლების ფრაგმენტებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39393