ხეობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეობაში, ქართლის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე წირდალისხევის ხეობაში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. დანგრეულია. აღმოსავლეთით შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ნაწილი. აფსიდი დარბაზის კედლებისგან გამოყოფილია მოკლე მხრებით. აფსიდის სამხრეთ ნაწილში ღრმა სწორკუთხა ნიშია, ჩრდილოეთ ნაწილში -— თაღოვანი. სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში შემორჩენილია შესასვლელის ქვედა ნახევარი, დასავლეთ კედელში — სარკმლის ნაწილი. ნანგრევებში გამოვლინდა გვერდებაკეცილი და ღარიანი კრამიტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]