შინაარსზე გადასვლა

ხეობის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეობის განძი — აღმოაჩინეს 1939 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში. შედგება 265 ცალი სელჩუკური და მონღოლური ვერცხლის მონეტისაგან. მის შემადგენლობაშია რუმის (მცირე აზიის) სელჩუკების 21 მონეტა, ჩინგიზიდ მენგუ-ყაენის — 94 ცალი, თბილური მონეტა, თბილისში მოჭრილი I და II ტიპის ყაანურები — 147 ცალი. დავით VII ულუს (1247-1269 წწ.), ტრაპიზონის კეისარ მანუელ I კომნენოსისა და (1236-1263 წწ.) და ალეპოს (ჰალაბის) მმართველის სალაჰ ალ-დინ იუსუფის (1236-1260 წწ.) თითო მონეტა. განძის დიდი ნაწილი თბილისში მოჭრილი მონღოლური ფულია, ქრონოლოგიურად იგი XIII საუკუნის II ნახევარს განეკუთვნება და ასახავს ამ დროის აღმოსავლეთ საქართველოს ფულადი მიმოქცევის სურათს. დაცულია გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.