ხეობის ბზიანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეობის ბზიანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხეობის აღმოსავლეთით, სასაფლაოსთან, ბზის კორომში. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით და შირიმის ქვის ფილებით. ძლიერ დაზიანებულია: სახურავი ჩაქცეულია. დანგრეულია აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების უმეტესი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. შემორჩენილია კარის დასავლეთი წირთხლის მცირე ნაწილი. აფსიდი ნალისებრი ფორმისაა, მის ჩრდილოეთ და სამხრეთ გვერდებში თითო ღრმა და მაღალი, ნალისებრი თაღით გადახურული ნიშია. დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]