ხენტეის მთიანეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხენტეის მთიანეთი — მთიანეთი მონღოლეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მთიანეთის ჩრდილოეთ შტოქედები რუსეთის ტერიტორიაზეა. გადაჭიმულია 250 კმ-ზე. სიმაღლე 1500-2000 მ, უმაღლესი წერტილი 2800 მ. უმთავრესად აგებულია გრანიტული კირქვებით, რომლებსაც გამყინვარების კვალი ემჩნევა. სამხრეთ კალთები შემოსილია მთის სტეპით, ჩრდილოეთ კალთებზეა ტყესტეპები, ლარიქსსა და კედრის ტაიგის უბნები. სამხრეთ შტოქედზე არის მურა ნახშირის საბადო, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ოქროს ქვიშრობები. სამხრეთ-დასავლეთ მთისძირზე გაშენებულია ქალაქი ულან-ბატორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]