ხელხვავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხელხვავი — ქართული ხალხური სიმღერების ჯგუფი. ხელხვავი პოლიფონური ნადური სიმღერაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთში, გურიასა და აჭარაში, იყო გავრცელებული. ხელხვავი სრულდებოდა სასოფლო სამეურნეო შრომის პროცესში: კალოზე სიმინდის რჩევის, ღომის აღება-დამუშავების, ოჯახში მოსავლის დაბინავების შემდეგ. შესაბამისად არსებობს „კალოს ხელხვავი“ და „სუფრის ხელხვავი“. სიმღერის ტექსტები ნაწილობრივ რელიგიური შინაარსისაა, ნახსენებია წმინდანები გიორგი და გრიგოლი, მთავარანგელოზი, რომლებზეც იყო თითქოს დამოკიდებული მოსავლის ბედი. ვარაუდობენ, რომ ხელხვავები წარმართული წარმოშობისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჩხიკვაძე, გ., ჭელიძე, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 469.
  • რუხაძე, ჯ. „ხალხური აგროკულტურა დასავლეთ საქართველოში“, თბილისი, 1976
  • ქართული ხალხური სიტყვიერება, ტ. 1, თბილისი, 1975
  • ოქროშიძე, თ. „ქართული ხალხური შრომის პოეზია“, თბილისი, 1963