ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების ლოგო.jpg
შეიქმნა 2011 წლის 11 იანვარი
სტატუსი არაკომერციული იურიდიული პირი
მიზანი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება, ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და პროექტების პოპულარიზაცია და სხვა.[1].
მთავარი ორგანო გამგეობა
მშობელი ორგანიზაცია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ბმული

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება — ორგანიზაცია, დამოუკიდებელი არაკომერციული გაერთიანება საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს და ფინანსურ, ტექნიკურ და საორგანიზაციო სახის დახმარებას უწევს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიმდინარე პროექტების, პროგრამებისა და ღონისძიებების გატარება-განხორციელებაში. დაარსდა 2011 წლის 11 იანვარს. საზოგადოებაში გაწევრიანებული არიან ქართველი მეცნიერები, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები, კულტურისა და სხვა სფეროს მოღვაწეები.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების მიზანია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში არსებული ხელნაწერი, დოკუმენტური და საარქივო მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზება, მათი კვლევის ხელშეწყობა; ცენტრში მიმდინარე პროცესებისა და პროექტების პოპულარიზაცია; მომავალი თაობებისათვის ქვეყნის კულტურული მეკვიდრეობის შენარჩუნებაში მონაწილეობის მიღება; ცენტრისათვის ფინანსური, ტექნიკური და საორგანიზაციო ხასიათის დახმარებისა და მომსახურების გაწევა; ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და სხვ.

მეგობართა საზოგადოება თანამშრომლობს საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ არსებულ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებთან, მუზეუმებთან, სასწავლებლებთან, სამინისტროებთან, თბილისისა და ბათუმის მერიებთან და სხვა ორგანიზაციებთან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]