შინაარსზე გადასვლა

ხელედის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხელედის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°51′34″ ჩ. გ. 42°22′18″ ა. გ. / 42.859500° ჩ. გ. 42.371667° ა. გ. / 42.859500; 42.371667
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
სიმაღლე 2564 მ
ქედი ხელედის ქედი
აკავშირებს ხელედულისა და კასლეთის ხეობებს
ამგებელი ქანები ქვედაიურული თიხაფიქალი და ქვიშაქვა
ხელედის უღელტეხილი — საქართველო
ხელედის უღელტეხილი
ხელედის უღელტეხილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ხელედის უღელტეხილი

ხელედის უღელტეხილი, ხელერდი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს სვანეთისა და ეგრისის ქედების შემაერთებელ ხელედის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2564 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთებზე ქვევით სუბალპური ტყეებია, ზევით — ალპური მდელოები. აკავშირებს მდინარეების ხელედულისა და (ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი) და კასლეთის (ენგურის აუზი) ხეობებს.