ხეკაკუნა
იერსახე
ხეკაკუნა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ხეკაკუნა | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Dryocopus martius (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 141769 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
ხეკაკუნა, შავი კოდალა (ლათ. Dryocopus martius) — ფრინველი კოდალასნაირთა რიგისა. ტანად დიდია, სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს. აქვს ღია ფერის ძლიერი, ხიშტისებური ნისკარტი. შეფერილია შავად, კეფა წითელი აქვს. ბინადრობს ევროპისა და აზიის წიწვიან ტყეებში. ბუდობს ფუღუროში, რომელსაც თავადვე გამოიმუშავებს. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით.[1] საქართველოში მცირერიცხოვანია, მაგრამ ფართოდ არის გავრცელებული. ვერტიკალურად აღწევს ზღვის დონიდან 2300 მ. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, რომლებიც ხის მერქნიდან ამოაქვს. ჩვენში მობინადრე კოდალებიდან ყველაზე დიდია.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხეკაკუნა — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია[მკვდარი ბმული] (რუსული)
- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 456.