ხეითის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხეითის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ხეითში, დაკაძიანთ უბანი, ადგილი „კოშკები“. განვითარებული შუა საუკუნეებში.

სამსართულიანი კოშკი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით, რომელიც მოგვიანებით შეულესავთ.

გეგმით სწორკუთხედია. სამივე სართულის ოთხივე კედელში სათოფურებია გაჭრი-ლი. მეორე სართულის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში სწორკუთხა ნიშების რი-გია. სართულშუა გადახურვები მოშლილია.

არქიტრავული შესასვლელი პირველ სართულზე ჩრდილოეთიდანაა. მესამე სართულის სამხრეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია შემორჩენილი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. კოშკის ოთხივე კედელი გარღვეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 258-259