ხეთის დრამატული წრე
იერსახე
ხეთის დრამატული წრე — თეატრალური დასი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ერთ-ერთი აქტიური წრე იყო ხეთაში. 1895 წლიდან, როგორც ადგილობრივ, ისე სხვადასხვა სოფლებში მართავდნენ წარმოდგენებს, თუმცა ოფიციალურად 1919 წლის 10 აგვისტოს დაარსდა. სცენის მოყვარეების მუშაობას შენობის არქონა აბრკოლებდა. პირველი წარმოდგენა თ. კობახიძის სახლში გაიმართა. დაიდგა გ. ერისთავის „ძუნწი“. ვ. ნაჭყებიას თაოსნობით, ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“ დასახმარებლად ვ. გუნიას „და-ძმა“ დაიდგა. ხეთის დრამატული წრის წევრები იყვნენ: ვ. ნაჭყებია, პ. მეუნარგია, ე. კობახიძე, ს. კობახიძე, ტ. და ნ. ლატარიები, სონია, ნადია და თეოდოსა დავითის ასული კობახიძეები და სხვა. მათ ფინანსურად ეხმარებოდნენ: თ. ქირია, ი. ლატარია და სევერინე ბუკია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 530.