ხეთამხალი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
ხეთამხალი | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Pleurotus ostreatus | ||||||||||
|
ხეთამხალი, კალმახა-სოკო[1] ტყუბელა, წიფლის სოკო, ხის სოკო[2] (ლათ. Pleurotus ostreatus) — ქუდიანი სოკო. ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს, მოთეთრო, მონაცისფრო ან მურაა, გვერდელა. თეთრი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური ფეხი აქვს ან სრულიად არ გააჩნია; სუბსტრატზე მიმაგრების ადგილას შებუსულია. იზრდება კრამიტისებურად დაწყობილ ჯგუფებად, როგორც ფოთლოვან, ისე წიწვოვან გამხმარ და დამპალ ხეებზე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე; განსაკუთრებით ბევრია თელასა და წიფელზე. ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა. ცნობილია კალმახასოკოს, წიფლისსოკოს და ხისსოკოს სახელწოდებითაც.
ბევრ ქვეყანაში აშენებენ ხელოვნურად. იჭმება ახალი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 453.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ კალმახა-სოკო, ხეთამხალი - ბოტანიკური ლექსიკონი
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 83, ISBN 99940-856-1-1.