შინაარსზე გადასვლა

ხეერტ ვილდერსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხეერტ ვილდერსი
ნიდერლ. Geert Wilders
დაბადების თარიღი 6 სექტემბერი, 1963(1963-09-06)[1] [2] [3] (61 წლის)
დაბადების ადგილი ვენლო[4]
მოქალაქეობა  ნიდერლანდების სამეფო[5]
განათლება ნიდერლანდების ღია უნივერსიტეტი
მამა Johannes Henricus Andreas Wilders[6]
დედა Maria Anne Ording[6]
მეუღლე/ები კრისტინა ვილდერსი[4]
geertwilders.nl

ხეერტ ვილდერსი (დ. 6 სექტემბერი, 1963, ვენლო, ლიმბურგის პროვინცია) — ნიდერლანდელი პოლიტიკოსი, თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე და 1998 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდების მეორე სენატის წევრი. ვილდერსი საზოგადოებაში განსაკუთრებით ცნობილია ისლამის კრიტიკით.

ხეერტ ვილდერსი დაიბადა ნიდერლანდელი მამისა და ნიდერლანდელ–ინდიელი დედის სახლში ვენლოში. ვილდერსი სწავლობდა რომაულ–კათოლიკურ წმინდა თომასის კოლეჯში. ის მონათლეს კათოლიკურად, მაგრამ სრულწლოვანი როცა გახდა, უარი თქვა მან კათოლიკური ეკლესიის წევრობაზე. 18 წლის იყო ვილდერსი, როცა პირველად ესტუმრა ერთ–ერთ ისლამურ სახელმწიფოს, სადაც მისი თქმით, მეგობრული დახვედრის გარდა ისლამი მმართველების შიში დაამახსოვრდა. სკოლის დამთავრებისა და 1983/1984 წლებში სამხედრო მოვალეობის მოხდის შემდეგ, ვილდერსი მუშაობდა სადაზღვევო კომპანიებში. ამავდროულად ის სწავლობდა სამართალთმცოდნეობას ნიდერლანდების ოპენის უნივერსიტეტში. შემდეგ ვილდერსი მუშაობდა რამდენიმე თვე ისრაელში. ვილდერსისა და მისი პარტიისათის ისრაელი ერთ–ერთი მთავარი მოკავშირეა.

1992 წლის 31 ივლისს ვილდერსი დაქორწინდა თავის უნგრელ მეუღლეზე, კრიშტინაზე, ბუდაპეშტში. 1998 წელს ვილდერსი გახდა სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისათის წევრი. იმავე წელს არჩეული იქნა ვილდერსი უტრეხტში ნიდერლანდების მეორე სენატის წევრად. 2002 წელს დატოვა მან თავისი ყოფილი პარტია, 2006 წელს კი დააარსა საკუთარი პარტია თავისუფლებისათის. 2006 წლის ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში პარტია თავისუფლებამ ხმების 5,9 % მიიღო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხეერტ_ვილდერსი“-დან