ხედანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხედანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1280 
ქედი იალნოს ქედი

ხედანი — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარჯვენა შენაკადის — ძაღლიანთხევის ზემოთში. სიმაღლე 1280 მ. აგებულია ოლიგოცენური თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. გუმბათის ფორმისაა, აქვს დამრეცი კალთები. შემოსილია მეორეული ტყე-ბუჩქნარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 1 სექტემბერი 2016.