შინაარსზე გადასვლა

ხდომილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხდომილება)

ალბათობის თეორიაში ალბათური ხდომილება (ან უბრალოდ ხდომილება) ეწოდება ისეთ მოვლენას ექსპერიმენტში, რომელსაც ალბათობა ენიჭება. მაგალითად, თუ ჩავატარებთ მონეტის აგდების ცდას, ხდომილებები იქნება გერბის მოსვლა და საფასურის მოსვლა. აქსიომატურ ალბათობის თეორიაში ხდომილებები იქმნება ელემენტარული ხდომილებების გაერთიანებით. მაგალითად, თუ ტარდება კამათლის გაგორების ცდა, ხდომილება „მოვა ლუწი რიცხვი“ შედგება შემდეგი ელემენტარული ხდომილებების გაერთიანებისგან: „მოვა 2“, „მოვა 4“, „მოვა 6“.