ხბოშუბლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხბოშუბლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Galega

ხბოშუბლა (ლათ. Galega) — მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. მათი სიმაღლე 50-80 სმ აღწევს.

6 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, აღმოსავლეთ აფრიკაში. საქართველოში გვხვდება ხბოშუბლას 2 სახეობა: აღმოსავლური ხბოშუბლა (ლათ. Galega orientalis), გამოირჩევა კაშკაშა მოლურჯო-იისფერი ყვავილით.

საქართველოში იზრდება ტყეში, ტყის პირებზე, სუბალპურ მდელოებზე. თაფლოვანი და საქონლის საკვები მცენარეა. სამკურნალო ხბოშუბლას (ლათ. Galega officinalis) ცისფერი ყვავილები აქვს. დაყვავილების შემდეგ საქონელი აღარ ჭამს. იყენებენ ხალხურ მედიცინაში. შეიცავს ალკალოიდ გალეგინს და გლუკოზიდ გალუთეოლინს. იზრდება ტენიან ადგილებზე, მდინარეთა ნაპირებსა და ტყის პირებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]