ხაჯაევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაჯაევის სახლი
რუს. Дом Хаджаева
კოორდინატები 47°13′10″N 39°42′36″E / 47.219508° ჩ. გ. 39.710072° ა. გ. / 47.219508; 39.710072
მდებარეობა დონის როსტოვი, რუსეთის ფედერაცია
ტიპი მოდერნი
დასრულების თარიღი XX საუკუნეების დასაწყისი

ხაჯაევის სახლი (რუს. Дом Хаджаева) — რეგიონალური მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ობიექტი, რომელიც მდებარეობს დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

სახლის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, სოციალისტური ქუჩა № 65.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაჯაევის საცხოვრებელი სახლი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში მოდერნის სტილში. 1913 წელს შენობის მფლობელი გახდა გ. ნ. ხაჯაევი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაჯაევის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობს როსტოვის ოლქის ქალაქ დონის როსტოვის სოციალისტურ ქუჩაზე, წარმოადგენს ორსართულიან აგურის ნაგებობას, რომელიც აგებულია მოდერნის სტილში. შენობას აქვს რუსული ასო П-ს ფორმა. შენობა ორი სართულია, სარდაფით და მრავალფერდიანი სახურავით. შელესილია, გაფორმებულია ორიგინალური ფასადის დეკორით.

შენობის ფასადი არის ასიმეტრიული. ფასადის არქიტექტურული გაფორმება განისაზღვრება ტრადიციული თაბაშირისა და სტილიზებული დეკორირების კომბინაციით, ასევე გაფორმებულია კერამიკული ფილებით, რომელიც ჟანგმიწის ფერებშია გადაწყვეტილი.

პირველი სართულის ფანჯრები გაფორმებულია П-ს სახის სანდრიკებით და ციხესიმაგრის ქვით. მეორე სართულის ფანჯრების სანდრიკები კი ოვალურია. მთავარი შესასვლელის თავზე აივანია. სართულებს შორის თეთრად შეღებილი ქამარია.

ფასადის გაფორმებაში გამოყენებულია ფლორისა და ფაუნის მოტივები. ფრიზების გაფორმებაში გამოყენებულია ფოთლები და ყვავილები.

შენობა არის XX საუკუნის დასაწყისის სამოქალაქო არქიტექტურის ძეგლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Лобжанидзе В., Лаптев Г., Кустов В. Путешествия по старому Ростову. Часть II. Ростов-на-Дону, 2001 г.
  • Весь Ростов и Нахичевань-на-Дону на 1913 год. Харьков. 1913. с. 221.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]