ხახმატის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხახმატის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახმატის ცენტრალურ ნაწილში. ეკუთვნის ხირჩილა ალუდაურს. განეკუთვნება XIX საუკუნეს. შენობა სამსართულიანია, ტერასულბანიანი. ნაშენია ნატეხი ქვით, წყობა მშრალია. სახლის პირველ სართულს დასავლეთიდან მინაშენი აქვს. ამ სართულზე შესასვლელი სამხრეთიდანაა. ხის სვეტებიანი დერეფნიდან. დერეფნის ჩრდილოეთ კედლეში გაჭრილი კარი დახურულ კორიდორში გადის, ხოლო დასავლეთ კედელში გაჭრილია მინაშენში გასასვლელი. ეზოში იარათი და საკვები ინახება. ეზოს დასავლეთ კედელში გაჭრილი გასასვლელიც მინაშენში გადის, ჩრდილოეთ კედელში მთავარი ოთახის კარია. ოთახი წნული ტიხრით ორადაა გაყოფილი. აღმოსავლეთით საქონლის სადგომია, დასავლეთით - ადამიანისა. ჩრდილოეთ ნაწილში საცხვრეა.

მინაშენი ორი იზოლირებული სათავსისგან შედგება: სამხრეთისა ცხენებისა და ხარების სადგომია, ჩრდილოეთ სათავსი - რძისა და რძის პროდუქტების შესანახი. დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია. მეორე სართულს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. პირველი სართულის ბანიდან. ჭერხო კაპიტალური კედლით ორადაა გაყოფილი. მის აღმოსავლეთ ნაწილში წინათ მამაკაცთა საცხვორებელი იყო. ამ ნაწილში ჭირნახულსაც იანახავდნენ. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კერაა. აღმოსავლეთ კედელში, კერასთან ახლოს - კვამლის გასასვლელი სარკმელი. მეორე სართულის ბანის ჩრდილოეთ ნაწილზე დაშენებულია ძნის, თივის, ჩალისა და სამეურნეო იარაღის შესანახი ფარდული. სამხრეთით ფარდული გახსნილია და მის წინ კალოა. სახლის სართულები ერთმანეთს საძრომითა და გადასატანი ხის კიბით უკავშირდება. სართულშუა გადახურვა და ბრტყელი მიწურბანიანი სახირავი ქვის მასიურ ბურჯზე და ხის სვეტებზეა დაყრდნობილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]