ხახალაჯვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხახალაჯვრის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ხახალაჯვარში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია სხვადასხვა ზომის ბაზალტის, ტუფის და ფლეთილი ქვისგან დუღაბზე. გარედან არქიტრავული, შიგნიდან კი თაღოვანი. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. არქიტრავის ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ერთადერთი სარკმელი, რომელიც ვიწრო და თაღოვანია, აღმოსავლეთის კედელშია. სარკმელი ამოშენებულია. ტაძრის ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი. ტაძრის ნაოსი წყვილი მძლავრი პილასტრით ორადაა გაყოფილი, მასზე გადასულ თაღს კამარა ეყრდნობოდა. ასეთივე ნახევარპილასტრია გრძივი კედლების ბოლოში, რომლისგანაც დასავლეთ კედელზე თაღი გადადის. კამარა ჩამოქცეულია და კედლების ზედა რიგი მორღვეული. ტაძარი დაფარულია მცენარეული საფარით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26782