ხაჩკოის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხაჩკოის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოიში, სოფლის ცენტრში ძველი ეკლესიის ადგილას, აგებულია შუა საუკუნეებში.

აშენებულია დამუშავებული ქვის კვადრებით. გამოყენებულია ძველი ეკლესიის ქვებიც. ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს, იგი თაღოვანია. თაღზე ჯვარი და რვაქიმიანი ვარსკვლავია გამოსახული. სარკმელები გაჭრილია აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში. გადახურულია თუნუქით. შესასვლელზე მიდგმულია თუნუქის სამრეკლო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5800