ხაჩინ-დორბათლის დასახლების მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაჩინ-დორბათლის დასახლების მავზოლეუმი
მდებარეობა აზერბაიჯანი
თარიღდება 1314

ხაჩინ - დორბათლის დასახლების მავზოლეუმი (აზერ. Xaçıntürbətli türbəsi) — მუსას შვილის ჰოჯა კატავის მავზოლეუმ-ტურბო. განლაგებულია ყარაბაღში, ხაჩინ-დორბათლის დასახლებაში. 1314 წელს მავზოლეუმი ააშენა უსტა შაჰენზიმ. მავზოლეუმი განლაგებულია აღდამიდან ჩრდილოეთით 23 კილომეტრის დაშორებით და ითვლება აზერბაიჯანის შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მარგალიტად.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მავზოლეუმის არქიტექტურაში მჭიდროდ არის გადახლართული მუსულმანური და ქრისტიანული შუა საუკუნეების სტილი. მას გააჩნია თორმეტწახნაგიანი კორპუსი, რომელიც გვირგვინდება კარვით და აღმართულია სამსაფეხურიან კვარცხლბეკზე.

მავზოლეუმის შიდა სივრცე შედგება ჯვარედინა აკლდამისგან და ზედა საკნისგან. მას გააჩნია მრავალიარუსიანი სტალაქტიდის ფორმის ჭერი. სამხრეთის მხრიდან განლაგებულია მრავალფენიანი მიჰრაბი, რომელიც მორთულია სხვადასხვა ორნამენტებით.

ინტერიერის სიმკაცრე განპირობებულია და ხაზგასმულია შემოსასვლელში არსებული ორნამენტებით. არაბული წარწერა შემოსასვლელში გვაუწყებს დაკრძალულის სახელს, მავზოლეუმის აშენების თარიღს — 1314 წელი — და ხუროთმოძღვრის სახელს — უსტად შაჰენზი. მიჰრაბი და წარწერის შინაარსი გვამცნობს, რომ „დამკვეთი“ იყო მუსულმანური აღმსარებლობის პიროვნება.