ხატრანოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხატრანოვის სახლი
რუს. Особняк Хатранова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი არსენ ტერ-აკოფოვი
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი 1890-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ხატრანოვის სახლი (რუს. Особняк Хатранова) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1890-იან წლებში საქალაქო არქიტექტორის არსენ ტერ-აკოფოვის მიერ. შენობა აგებულია ეკლექტიკის სტილში და გააჩნია რეგიონალური მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: დონის როსტოვი, 1-ლი საბჭოეთის ქუჩა, № 42.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველებური სასახლე 1-ლ საბჭოეთის ქუჩა ნომერ 46-ში, აშენებულია 1890-იან წლებში. ცნობილია მისი მფლობელები. ერთ-ერთი მათგანი იყო ქალაქის თავი, მემკვიდრეობითი საპატიო მოქალაქე პ. ე. ხატრანოვი.

ხატრანოვების გვარი დონის ნახიჩევანში იყო მეტად შეძლებული. XIX საუკუნის I ნახევარში ნახიჩევანის ვაჭარი პოღოს არუთიუნის ძე ხატრანიანი ვაჭრობდა რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში. ხატრანიანების მეორე წარმომადგენელი - გევორქი, იყო მეწამრე. მან ააშენა ნახიჩევანში აგურის ქარხანა. შემონახულ სადარბაზო კარზე ამოტვიფრულია ასო „X“ შენობის მფლობელის გვარის პირველი ასო.

1912 წელს სასახლის მფლობელი იყო გავრილ ვასილის ძე მაზაევი. სახლის ღირებულება ამ დროისათვის შეადგენდა 17 500 რუბლს. ოჯახის უფროსი ივან გავრილის ძე მაზაევი, შეძლებული გლეხი თავის დროზე იყო გადაასახლებლი ტავრიის გუბერნიის სოფელ ნოვოვასილევსკში, მართლმადიდებლობიდან წასვლისთვის. მოგვიანებით იგი გადავიდა სლობოდაში ბოლშაია-კრეპკაია, სადაც ეწეოდა მეცხვარეობას. მაზაევებმა დატოვეს თავისი კვალი ისტორიაში: მის მიერ იყო გამოყვანილი ცხვრების ახალი ჯიში - მერინოსები, რომელმაც მიიღო სახელწოდება „მაზაევსკაია“.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში შენობა იყო ნაციონალიზებული, დიდი სამამულო ომის წლებში, გერმანული ოკუპაციის პერიოდში, შენობაში განთავსებული იყო გესტაპო, ქალაქის განთავისუფლების შემდეგ - ჰოსპიტალი, ომის შემდეგ დაიკავა სამხედრო უწყებამ. 1980 წლიდან შენობაში განთავსებული იყო სახელმწიფოს სანიტარულ-ეპიდემოლოგიური ცენტრი.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხატრანოვის სახლი არის სართულნახევრიანი ნაგებობა, რომელიც აგურითაა ნაგები. აგებულია ამ პერიოდის დონის ნახიჩევანისათვის დამახასიათებელ არქიტექტურულ სტილში. მისი ფასადი ასიმეტრიულია, მთავარი შესასვლელი მარცხენა მხარესაა. ნახევარწრიული და მართკუთხა ფანჯრები გაფორმებულია სანდრიკებით. ქვედა სართული რუსტირებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Халпахчьян О. Х. Архитектура Нахичевани-на-Дону. Ереван : Айстан, 1988. С. 155; Донско-Азовский календарь на 1889 год / ред.‑изд. И. А. Тер-Абрамиан. Ростов н/Д : Типо‑литогр. И. А. Тер- Абрамиан,1888. С. 187.
  • Перечень объектов культурного наследия регионального значения г. Ростова-на-Дону : Официальный портал правительства Ростовской области. URL: http://special.donland.ru/default.aspx?pageid=78746 დაარქივებული 2018-02-06 საიტზე Wayback Machine. [В списке под № 220 – Е. К.]
  • Донско-Азовский календарь на 1891 год / сост. И. А. Тер-Абрамиан. Ростов н/Д Типо-литогр. И. А. Тер- Абрамиан, 1890. С. 196.
  • Вся Донская область и Северный Кавказ на 1901 год : Кн. адм., пром‑сти и торговли / под ред. Д. С. Нейфельда; Изд. А. И. Теръ- Абрамиан. Ростов н/Д : Типо-литогр. А. И. Тер- Абрамиан, 1901. Стб. 210.
  • Вся область Войска Донского на 1899 год : Адрес-календар., торгово-промышл. справ. кн. / сост. Д. С. Нейфельд; Изд. А. И. Тер-Абрамиан. Ростов н/Д Типо-литогр. И. А. Тер- Абрамиан. 1899. Стб. 732.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]