ხასტა ქასუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქასუმი
აზერ. خسته قاسم
დაბადების თარიღი დაახლოებით 1684
დაბადების ადგილი აღმოსავლეთი აზერბაიჯანის ოსტანი
გარდაცვალების თარიღი 1760
გარდაცვალების ადგილი შემახა, აზერბაიჯანი
ფსევდონიმი ხასტა ქასუმი, დედე ქასუმი
საქმიანობა პოეტი
ენა აზერბაიჯანული ენა
მოქალაქეობა  ირანი

ხასტა ქასუმი (აზერ.خسته قاسم, Xəstə Qasım) — XVIII საუკუნის აზერბაიჯანელი აშუღი და პოეტი. სახალხო მგოსანი და მომღერალი ხალხში ცნობილია, როგორც დედე ქასუმი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხასტა ქასუმი დაიბადა დაახლოებით 1680 წელს თავრიზის მახლობლად, სოფელ ტიკმედაშში, რომელიც მდებარეობს გარგალანის მთის ძირას, თეირან-თავრიზის გზაზე. ხასტა ქასუმი თავრიზის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ოჯახში დაიბადა, რაც პოეტის შემორჩენილი პოეტური მემკვიდრეობიდანაც ჩანს. მშობლიურ სოფელში სკოლის დამთავრების შემდეგ ის სწავლობდა არდაბილში, იმ დროს ერთ-ერთ გამორჩეულ სამეცნიერო ცენტრში და იმავე წლებში აგრეთვე სწავლა დაიწყო შეიხ საფის მედრესეში. XVII საუკუნეში ხალხური შემოქმედების ისეთი ფორმები, როგორიცაა აშუღური პოეზია და აგრეთვე სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი დასთანის ჟანრის შემოქმედება ფართოდ იყო გავრცელებული არა მხოლოდ თავრიზში, არამედ მის შემოგარენში.

ქასუმი ბავშვობიდანვე იჩენდა პოეზიისადმი ინტერესს. მან საფუძვლიანად შეისწავლა არაბული და სპარსული ენები და აგრეთვე დაეუფლა ახალ ცოდნას ვერსიფიკაციას, ფილოსოფიის, ისტორიის, ისლამის, ასტრონომიის ხელოვნებაში. ქასუმმა ასევე საფუძვლიანად შეისწავლა ფუზულის ლიტერატურული მემკვიდრეობა და აღსანიშნავია, რომ თავი მის შთამომავლად მიიჩნია.

ქასუმმა აითვისა წინა ოსტატების გამოცდილება, როგორიცაა დედე გორგუდი, შირვანელი მოლა კასუმი, გარიბი, გურბანი, და ტუფარგანლი აბასი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქოროღლის განვითარებაში.

1734 წელს ნადირ-შაჰის ჯარების შეჭრის და თავრიზის დაპყრობის შემდგომ არაერთი პოეტი განიდევნა ქვეყნიდან, გამონაკლისი არც ხასტა ქასუმი იყო, ეს მის ნაშრომშიც აღიწერა.

ქასუმის შემოქმედება გამოირჩევა მრავალფეროვნებით.

პოეტი დიდი ხნის განმავლობაში შემახაში ცხოვრობდა, გარკვეული პერიოდი ცხვრობდა შირვანში, მოღვაწეობდა შირვანის სახანო - გარახანის კარზე.

ხასტა ქასუმი გარდაიცვალა შემახაში 1760 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Кара Намазов, кандидат филологических наук. Азербайджанская ашыгская поэзия. Хэсте Касум. — Баку: Язычы, 1984. — 40 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]