ხარიტონ ვარდოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ხარიტონ ვარდოშვილი
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1895(1895-10-07)
გარდაცვალების თარიღი 15 ოქტომბერი, 1970(1970-10-15) (75 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი ან თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მთარგმნელი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of Russia.svg რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union.svg სსრკ

ხარიტონ ივანეს ძე ვარდოშვილი (ნიკოლაიშვილი) (დ. 7 ოქტომბერი, 1895, უჩხუბი — გ. 15 ოქტომბერი, 1970, თბილისი) — ქართველი პოეტი და მთარგმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი და მუშაობა დაიწყო ფოთში გაზეთების გამავრცელებლად. 1914 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ „ახალ აზრში“. 1916 წლიდან მუშაობდა ქუთაისის გაზეთ „სამშობლოში“. 1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად, პარალელურად თანამშრომლობდა პრესაში „თეატრი და ცხოვრება“, „განათლება“, „ჯეჯილი“, „კვალი“ და სხვა. 1921 წლიდან მუშაობდა გაზეთ „კომუნისტის“ რედაქციაში. 1924 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული. სულ გამოცემული აქვს 10 პოეტური კრებული. 1959 წელს გამოვიდა მისი თხზულებების რჩეული.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდოშვილის ადრინდელი შემოქმედება დეკადენტური იყო. მისი მნიშვნელოვანი ლექსებია „სიკვდილის ამბორი“ (1918), „სათხოვარი სულისადმი“, „მუხრანის ხიდი“ „დინ-დან-დარიდან“ (1919), „ხალისის დასაფლავება ტფილისში“ (1920), „საუბარი უბედურ ლანდთან“ (1922). 1930-იანი წლებიდან მის ლექსებში გაძლიერდა სოციალისტური რეალიზმის თემატიკა: „ახალი კოლხეთი“ (1928), „შოთა რუსთაველს“ (1937), „ქართლის ზეცა“ (1939), „ფაზისს“ (1940). აქვს დიდი სამამულო ომისადმი მიძღვნილი ლექსები „გასტელოს ხსნოვას“ (1941), „წითელარმიელი“ (1942), „სტალინგრადს“ (1943).

თარგმნილი აქვს გოეთეს, შილერის, ჰაინეს რჩეული ლექსები და ბალადები. მან ქართულად თარგმნა პუშკინი, ფრანკო, მიცკევიჩი, პოლონსკი, ესენინი, ტიხონოვი, ისააკიანი, ბრიუსოვი და მრავალი სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ავალიანი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 300-301.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 141, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]