შინაარსზე გადასვლა

ხარისტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარისტიკა (ბერძ. χαριστικός - უხვი, ხელგაშლილი) — ერთ-ერთი ფეოდალური ინსტიტუტი ბიზანტიაში - საერო პირთათვის სამონასტრო მიწების ბოძება. იმპერატორი ან პატრიარქი ხარისტიკას გადასცემდა საერო პირს (ფეოდალს) მუდმივ ან 2-3 თაობის მანძილზე სამფლობელოდ. ხარისტიკა გაჩნდა IX საუკუნის ბოლოს, გავრცელდა XI-XII საუკუნეებში, XIII საუკუნიდან იშვიათად ჩანს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]