ხართუთა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
| ხართუთა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Morus nigra L. | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ხართუთა (ლათ. Morus nigra) — 3-8 მ სიმაღლის ხეა. მოწითალო-მურა ფერის ტოტებით. ფოთლები ფორმით კვერცხისებურია, მთლიანი ან დანაკვთული, ორივე მხარეზე ხაოიანი, 5-10 სმ სიგრძისა და 3-8 სმ სიგანის. მდედრობითი მჭადები მჯდომარეა ან ყუნწიანი. ნაყოფი წვნიანია, 2-2,5 სმ სიგრძის, შავი ან მოშავო-იისფერი. იზრდება მთის ქვედა სარტყელში ჭალის ტყეებში, გაველურებულია. გავრცელებულია მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, სამხრეთ ევროპას, შუა და მცირე აზიას, ირანს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფოთოლი
- ნაყოფი
- ილუსტრაცია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები[მკვდარი ბმული], თბ., 2018, გვ. 500.