ხარა-ნური
იერსახე
| ხარა-ნური | |
|---|---|
| Хар нуур | |
| კოორდინატები: 48°08′ ჩ. გ. 93°15′ ა. გ. / 48.133° ჩ. გ. 93.250° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 1132 მ |
| სიგრძე | 37 კმ |
| სიგანე | 24 კმ |
| ფართობი | 530 კმ² |
| მოცულობა | 2,4 კმ³ |
| საშუალო სიღრმე | 4,2 მ |
| მაქსიმალური სიღრმე | 7 მ |
| აუზის ფართობი | 76 800 კმ² |
| ჩამდინარე მდინარეები | ჩონო-ხარაიხ-გოლი |
| გამომდინარე მდინარე | ტეელ-გოლი |
ხარა-ნური — გამდინარე ტბა მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, დიდი ტბების ქვაბულში, მდებარეობს 1132 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 530 კმ². სიღრმე 7 მეტრამდე. ფშანით შეერთებულია ხარა-უს-ნურისა და დურგენ-ნურის ტბებთან, ნაკადით მდინარე ძაბხანთან. ნაპირები დაბალია, გაუდაბნოებული. მდიდარია თევზით. მონღოლეთში ამ სახელწოდების რამდენიმე ტბაა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 435.