ხანქენდის აეროპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხანქენდის აეროპორტი
Ստեփանակերտի օդանավակայան
Xocalı Beynəlxalq Hava Limanı
Stepanakert Airport Daytime.JPG
IATA-ს კოდი: არ აქვსICAO-ს კოდი: UBBS
ADH — აზერბაიჯანი
ADH
ADH
აეროპორტის მდებარეობა აზერბაიჯანში
ინფორმაცია
ტიპი სამხედრო და სამოქალაქო
ოპერატორი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
ემსახურება ხანქენდი
ადგილმდებარეობა ხანქენდი, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
სიმაღლე ზდ 610
კოორდინატები 39°54′05″ ჩ. გ. 46°47′13″ ა. გ. / 39.90139° ჩ. გ. 46.78694° ა. გ. / 39.90139; 46.78694 (Stepanakert Air Base)კოორდინატები: 39°54′05″ ჩ. გ. 46°47′13″ ა. გ. / 39.90139° ჩ. გ. 46.78694° ა. გ. / 39.90139; 46.78694 (Stepanakert Air Base)
ასაფრენ-დასაჯდომი ბილიკი (ადბ)
ნომერი ზომები საფარი
05/23 2,178 ასფალტი
DAFIF[1]

ხანქენდის აეროპორტი (აზერ. Xocalı Beynəlxalq Hava Liman , სომხ. Ստեփանակերտի Օդանավակայան)[2][3] მდებარეობს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში. ამ აეროპორტზე კონტროლი მოახდინა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ 1990 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის ესკალაციის შედეგად. ვინაიდან აეროპორტი მდებარეობს აზერბაიჯანის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და ამჟამინდელი მთავრობა არ არის აღიარებული , ოფიციალურ IATA-ს სიაში ამ აეროპორტს არ აქვს კოდი.

2009 წელს მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ დაიწყო რეკონსტრუქცია.[4]მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო პირველი კომერციული ფრენების გაშვება 2011 წლის 9 მაისს, ფრენები გადადო მთელი 2011 წლის განმავლობაში.[5]2012 წლის მაისში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დირექტორმა ტიგრან გაბრიელიანმა გამოაცხადა, რომ აეროპორტი ფუნქციონირებას დაიწყებდა 2012 წლის შუა რიცხვებიდან.[6]თუმცა აეროპორტი უსაფრთხოების მიზეზების გამო დახურულია.

აეროპორტი მდებარეობს ზღვის დონიდან 610 მეტრის სიმაღლეზე (2,001 ფუტი). მას აქვს ერთი ასაფრენი ბილიკი, რომელსაც აქვს ნომერი 05/23 ასფალტის საფარი 3717 მეტრით და 2,178 ზომით.[1]

რესტავრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს დაიწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა. სარემონტო სამუშაოები ასევე ჩატარდა მთავარ საფრენ ბილიკზეც.[4]მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ურბანული განვითარების მინისტრის კარენ შაჰრამანიანის განცხადებით, ტერმინალის შენობა უნდა დასრულებულიყო 2010 წლის ნოემბერში, თუმცა ეს გადაიდო 2011 წლის აპრილამდე..[7] ასევე დამონტაჟდა საჰაერო სანავიგაციო მოწყობილობა.[4]ხელისუფლება ირწმუნება, რომ განახლებულ აეროპორტში საათის განმავლობაში 200 მგზავრის მიღება გახდება შესაძლებელი.[8]

2011 წლის 5 აპრილს გამოცხადდა, რომ აეროპორტის გახსნა გადაიდო.[9]მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი ადბაშიანის განცხადებით, აეროპორტს ფუნქციონირება უნდა დაეწყო 2011 წლის ზაფხულში.[10][11] მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ოფიციალური პირები ასევე ამტკიცებდნენ, რომ გახსნის გადადება არ უკავშირდება აზერბაიჯანთან მიმდინარე კამათს.[10][12]

ავიაკომპანიები და მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსალოდნელია, რომ ყარაბახს ექნება რეგულარული ფრენების სერვისები მხოლოდ ერევანში, სომხეთში, „Artsakh Air“ თან ერთად რომელიც არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავიაკომპანია. შეიქმნა 2011 წლის 26 იანვარს, იგი აპირებდა 2011 წელს შეეძინა სამი ბომბარდიერ CRJ200 თვითმფრინავი.[7] 2019 წლის მაისის მონაცემებით, ფრენები ჯერაც არ დაწყებულა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Airport information for UB13 from DAFIF (effective October 2006)
  2. Khojaly Airport – a danger to aviation. The European Azerbaijan Society (30 January 2013). წაკითხვის თარიღი: 12 March 2015.
  3. BBC Azeri - Azərbaycan və bölgə - Xocalı aeroportu: ABŞ problemin diplomatik həllini tapmağa çağırır“, BBC, 4 November 2012. წაკითხვის თარიღი: 25 March 2019. (az) 
  4. 4.0 4.1 4.2 Karabakh To Reopen Stepanakert Airport“, 5 October 2010. წაკითხვის თარიღი: 11 October 2010. 
  5. Nagorno-Karabakh Flights On Hold Despite Airport Reconstruction“, RFE/RL, May 16, 2011. წაკითხვის თარიღი: May 16, 2011. 
  6. (სომხური) "«Հայկական ժամանակ».Ստեփանակերտի օդանավակայանը վերջապես շահագործման կհանձնվի" (Haykakan Zhamanak: Stepanakert Airport will Finally Become Operational). Yelaket Lratvakan. May 30, 2012.
  7. 7.0 7.1 Nagorno-Karabakh Airport Preparing For First Flights In Decades. RFE/RL (January 27, 2011). წაკითხვის თარიღი: 28 January 2011.
  8. "Stepanakert airport to work after 10-year break." News.am. February 2, 2011.
  9. Nagorno-Karabakh Flights On Hold Despite Airport Reconstruction“, RFE/RL, May 16, 2011. წაკითხვის თარიღი: May 16, 2011. 
  10. 10.0 10.1 Stepanakert airport to start operating before September“, 2011-05-11. წაკითხვის თარიღი: 19 May 2011. 
  11. Construction works of Stepanakert airport underway“, May 15, 2011. წაკითხვის თარიღი: 19 May 2011. 
  12. Stepanakert airport opening postponed for 'technical reasons'“, ArmeniaNow, April 6, 2011. წაკითხვის თარიღი: April 6, 2011.