ხანლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხანლარი, ელენენდორფიბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლები გამოვლენილი ხანლარის რაიონში 1920-30-იან წლებში (ე. რესლერი, ი. ჰუმელი). ზურნაბადთან გამოვლენილია შუა ბრინჯაოს ხანის გორასამარხი, სადაც აღმოჩნდა თრიალეთური ტიპის მოხატული კერამიკა. მდინარე განჯაჩაიზე გამოვლინდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ყორღანული სამაროვანი. ნაპოვნია ბრინჯაოს სატევრები, მახვილები, ორმაგი ცული, ფრინველისა და ზარის ფორმის საკიდები, სამკაული, თეთრად ინკრუსტირებული შავი თიხის ჭურჭელი და სხვა. ი. ჰუმელმა დაადგინა დაკრძალვის წესის კანონზომიერება — სამარხთა ორიენტირება გარკვეული წერტილებიდან, რომელთდ ბორის პიოტროვსკი საკულტო ადგილებად მიიჩნევს. გამოვლინდა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი. ქილიქ-დაღში მიგნებულია კაჟის ძველი გამონამუშევრები. სამკაულები აღმოსავლეთ საქართველოს ნიმუშების მსგავსია, იარაღი კი ყარაბაღული და შამქორულია. ჭურჭელზე გამოსახულია ნადირობის სცენები, ადამიანებისა და ცხოველების ფიგურები, გეომეტრიული სიმბოლური სახეები. აღნიშნული კერამიკა გავრცელებული იყო ძვ. წ. VI საუკუნემდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]