ხანისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხანისწყალი
ქვეყანა საქართველო
სათავე მესხეთის ქედი
სიგრძე 57 კმ
აუზის ფართობი 914 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ხანისწყალი ვიკისაწყობში

ხანისწყალიმდინარე ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, 2280 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე რიონს მარცხნიდან, სოფელ ვარციხესთან. სიგრძე 57 კილომეტრი. აუზის ფართობი 914 კმ2. მთავარი შენაკადებია: ლაიშურა, ქერშავეთი, წაბლარასწყალი, საკრაულა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვესა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, შემოდგომაზე – წყალმოვარდნები, ზამთარსა და ზაფხულში – წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,8 მ3/წმ. გამოყენებულია სარწყავად, გაყვანილია დიმი–როკითის, ვარციხისა და აბხანაურის სარწყავი არხები.

ლიტერატურა