ხალხინ-გოლის ბრძოლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალხინ-გოლის ბრძოლები
აფეთქებული საბჭოთა ჯავშანმანქანები და იაპონელი ჯარისკაცები
იაპონელი ჯარისკაცები და აფეთქებული საბჭოთა ჯავშანმანქანები, ხალხინ-გოლი, 1939 წლის აგვისტო
თარიღი 11 მაისი16 სექტემბერი, 1939
მდებარეობა ხალხინ-გოლი, მონღოლი ხალხის რესპუბლიკა
შედეგი სსრკ-სa და მონღოლეთის გამარჯვება
იაპონიამ შეწყვიტა თავდასხმა და ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას
მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
Flag of the Mongolian People's Republic (1924–1940).svg მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა
იაპონიის იმპერიის დროშა იაპონიის იმპერია
Manchukuo flag.png მანჯოუ-გო
მეთაურები
Flag of the Soviet Union.svg გრიგორი შტერნი
Flag of the Soviet Union.svg გიორგი ჟუკოვი
Flag of the Soviet Union.svg იაკოვ სმუშკევიჩი
Flag of the Mongolian People's Republic (1924–1940).svg ხორლოგიინ ჩოიბალსანი
Flag of Japan (1870–1999).svg მიტიტარკო კომაცუბარა
Flag of Japan (1870–1999).svg მასაომი იასუოკა
Flag of Japan (1870–1999).svgკოტოკუ სატო
ძალები
57,000
500 ტანკი
809 თვითმფრინავი
75,000
135 ტანკი
250 თვითმფრინავი
დანაკარგები
Flag of the Soviet Union.svg 7,974 მოკლული
15,251 დაჭრილი
Flag of the Mongolian People's Republic (1924–1940).svg 274
250 თვითმფრინავი
იაპონიის სამხედრო ჩანაწერი:
8,440 მოკლული
8,766 დაჭრილი
Commons-logo.svg ხალხინ-გოლის ბრძოლები ვიკისაწყობში

ხალხინ-გოლის ბრძოლები — ბრძოლა სსრკ-მონღოლეთისა და იაპონია-მანჯურიის ჯარებს შორის 1939 წლის მაის-სექტემბერში ხალხინ-გოლის რაიონში (მდინარე მონღოლეთსა და ჩინეთში). იაპონიის სარდლობამ მონღოლეთის ტერიტორიის ხელში ჩაგდების მიზნით 11 და 14 მაისს მონღოლეთის საზღვარზე მოაწყო შეიარაღებული პროვოკაციები, ხოლო 28 მაისს იაპონიის ჯარმა არტილერიისა და ავიაციის მხარდაჭერით დაარღვია მონღოლეთის სახელმწიფო საზღვარი. სსრკ-მონღოლეთის ძალებმა იაპონია მანჯურიიდან უკუაგდეს. 2 ივლისს იაპონელები შეტევაზე გადავიდნენ, გადალახეს ხალხინ-გოლი და მოწინააღმდეგის ჯარებს გარსშემორტყმით დაემუქრნენ. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ სსრკ-მონღოლეთის ჯარებმა მოწინააღმდეგე მდინარის აღმოსავლეთ ნაპირისაკენ უკუაგდეს. 20 აგვისტოს მოკავშირეთა ჯარები გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ და იაპონელები მონღოლეთის ტერიტორიიდან განდევნეს. იაპონიამ დაზავება ითხოვა და 16 სექტემბერს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]