ხალიდი (მომღერალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხალიდი

ხალიდი 2017 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ხალიდ დონელ რობინსონი
დაბ. თარიღი 11 თებერვალი, 1998 (1998-02-11) (26 წლის)
დაბ. ადგილი ფორტ-სტიუარტი, ჯორჯია, აშშ
ჟანრ(ებ)ი თანამედროვე R&B
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 2016-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი khalidofficial.com
ხალიდი ვიკისაწყობში

ხალიდ დონელ რობინსონი (ინგლ. Khalid Donnel Robinson დ. 11 თებერვალი, 1998) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. მისი სადებიუტო სინგლი „Location“ გამოვიდა 2016 წლის ივლისში და აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში მე-16 ადგილზე მოხვდა, ხოლო მოგვიანებით ამერიკული ამერიკის ხმისჩამწერი ასოციაციის (RIAA) მიერ სერტიფიცირებული იქნა პლატინის სტატუსით. მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი American Teen გამოვიდა 2012 წლის 3 მარტს. ხალიდს მიღებული აქვს გრემის ხუთი ნომინაცია.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიდ დონელ რობინსონი დაიბადა 1998 წლის 11 თებერვალს ფორტ-სტიუარტში, ჯორჯიის შტატში.[1] მან ბავშვობა სხვადასხვა ქალაქებში გაატარა, მათ შორის ფორტ-კემპბელში (კენტუკი), უოტერტაუნსა (ნიუ-იორკი) და ჰეიდელბერგში (გერმანია).[2] ვოლფი რამდენიმე წელი მუშაობდა ინჟინერ-მომმარაგებლად და საბოლოოდ გახდა აშშ-ის არმიის ანსამბლის წევრი. უმაღლეს სკოლაში ხალიდი ეუფლებოდა მუსიკას.

ხალიდმა მუსიკის შექმნა სკოლაში დაიწყო და თავისი ადრეული ნამუშევრები SoundCloud-ში გამოაქვეყნა. 2016 წლის ივლისში მან Twitter Emerging Artists-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

2017 წელს ხალიდმა მიიღო VMA Award საუკეთესო ახალი არტისტისთვის. იმავე წლის 3 მარტს გამოსცა მისი სადებიუტო ალბომი American Teen.[3] 2019 წელს გამოუშვა რიგით მეორე ალბომი Free Spirit.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Shifferaw, Abel. Kel Mitchell, Rachael Leigh Cook Star in Khalid's High School-Themed Video for "Young Dumb & Broke". ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2017.
  2. Acosta, Dave. Khalid finds his 'Location' in El Paso. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2017.
  3. American Teen by Khalid on Apple Music (3 მარტი, 2017). ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2017.