ხალვაშ-ღალის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხალვაშ-ღალის ხიდი — ხიდი თურქეთში, ქალაქ ქემალფაშის (მაკრიალი) ცენტრში. ზღვის სანაპიროდან დაახლოებით 1,5 კმ-ზე, მდინარე მენელოღლუს მარჯვენა შენაკად ხალვაშ-ღალიზე.

ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ მდინარის მარცხენა ნაპირის ბურჯი. ბურჯის საძირკვლის მცირე ნაშთი მდინარის მარჯვენა ნაპირზეც შეიმჩნევა. ხიდი 2005 წელს ჩაიქცა. ბურჯის სიგრძე — 3,30 მ., სიგანე ფუძესთან — 3 მ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 63 ISBN 978-9941-0-6458-6.