ხაკობო არბენს გუსმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაკობო არბენს გუსმანი
ხაკობო არბენს გუსმანი
გვატემალის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 მარტი 1951 – 27 ივნისი 1954
წინამორბედი ხუან ხოსე არევალო
მემკვიდრე კარლოს ენრიკი დიას დე ლეონი

დაბადებული 14 სექტემბერი, 1913
კესალტენანგო, გვატემალა
გარდაცვლილი 27 იანვარი, 1971
მეხიკო, მექსიკა

ხაკობო არბენს გუსმანი (ესპ. Jacobo Árbenz Guzmán; დ. 14 სექტემბერი, 1913 — გ. 27 იანვარი, 1971) — გვატემალელი სამხედრო ოფიცერი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც 1944—1951 წლებში მუშაობდა გვატემალის თავდაცვის მინისტრად, 1951—1954 წლებში კი იყო ქვეყნის პრეზიდენტი.

იგი ჩამოგდებულ იქნა აშშ-ის მთავრობისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალიბის შედეგად, როდესაც სახელმწიფოს სათავეში სამხედრო ხუნტა მოვიდა გენერალ კარლოს კასტილიოს ხელმძღვანელობით.

გადატრიელების შემდეგ ის ქვეყნიდან გაიქცა და 1971 წელს მექსიკაში გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]