ლევან ხაინდრავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხაინდრავა, ლევან)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხაინდრავა.
ლევან ხაინდრავა
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1916(1916-12-27)
დაბადების ადგილი ხარბინი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1996
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
 საქართველო
ნათესავ(ებ)ი ივლიანე ხაინდრავა და გიორგი ხაინდრავა

ლევან ივლიანეს ძე ხაინდრავა (დ. 27 დეკემბერი, 1916, ხარბინი — გ. 1996, თბილისი) — ქართველი რუსულენოვანი საბჭოთა მწერალი. მეფის რუსეთის წინააღმდეგ ცნობილი მებრძოლის, ტერორისტის და შემდეგ ჩინეთში გადასახლებისას ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი მეთაურის ივლიანე ხაინდრავას ვაჟი და ქართველი პოლიტიკოსების ივლიანე და გოგა ხაინდრავების მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წლიდან მუშაობდა ხარბინის საბჭოთა პრესაში. 1948 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში. 1938 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. მის თხზულებებში აისახა უცხოეთის ცხოვრება. ეკუთვნის პროზაული კრებულები: „პირველი შეხვედრა“ (1962), „ტყეში“ (1972), „კვამლი ჰორიზონტზე“ (1977), რომანები „მშობლიური ოჯახი“ (1985), „ვიწრო არს კარნი შენნი“ (1985). ქართულ ენაზე გამოაქვეყნა კრებულები „მოთხრობები“ (1973) და „მოკრძალებული მოწმე“ (1980).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]