ხაიალა აბდულა
![]() | |
ქვეყანა (სპორტი) | აზერბაიჯანი[1] |
---|---|
დაბადების თარიღი | 13 ივლისი, 1993 (31 წლის) |
წოდება | ქალი დიდოსტატი და საერთაშორისო ქალი გროისმეისტერი |
ხაილა აბდულა (აზერ. Xəyalə Abdulla დ. 13 ივლისი, 1993) — აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, ქალთა შორის საერთაშორისო გროსმაისტერი (2015).
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წელს, ქალაქ ბათუმში ჩატარებულ 18 წლამდე ასაკის გოგონებისთვის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო.[2] მომდევნო, 2011 წელს, აზერბაიჯანის 18 წლამდე ასაკის გოგონების ჩემპიონატზე ოქროს მედალი,[3] ხოლო 20 წლამდე გოგონებისთვის ჩატარებულ ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.[4]
2012 წლის აზერბაიჯანის 20 წლამდე ქალთა ჩემპიონატზე მეორედ მოიპოვა ვერცხლის მედალი.[5] 2013 და 2014 წლებში ქალთა შორის ჭადრაკში აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა.[6][7][8]
მონაწილეობდა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 2014 წლის მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადაზე ნორვეგიაში[9] და 2013 წელს პოლონეთში, აგრეთვე 2015 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე ისლანდიაში.[10] 2016 წელს ბაქოში გამათულ ჭადრაკის 42-ე მსოფლიო ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის მეორე გუნდის შემადგენლობაში მიიღო მონაწილეობა.[11]
2010 წელს ხაილა აბდულას ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატის წოდება, ხოლო 2015 წელს ქალთა შორის საერთაშორისო გროისმესტერის წოდება მიენიჭა.
რეიტინგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფიდეს 2017 წლის მარტის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ხაილა აბდულა 2241 ქულით აზერბაიჯანელ ქალ მოჭადრაკეთა შორის მეცხრე ადგილზეა,[12] ხოლო „Top 100 Women February 2017“-ზე 320-ე ადგილზე იყო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ FIDE Ratings and Statistics
- ↑ AZƏRBAYCAN ŞAHMATÇILARI AVROPA ÇEMPİONATINDA 3 QIZIL VƏ 1 BÜRÜNC MEDAL QAZANMIŞLAR. Azertag.az.
- ↑ G18 18 yasadak qizlar arasinda Azarbaycan birinciliyi. Chess-results.com.
- ↑ AZE Ch U20 Girls 2011. Chess-results.com.
- ↑ 20 yasadak qizlar arasinda Azarbaycan birinciliyi. Chess-results.com.
- ↑ Qadinlar arasinda Azarbaycan cempionati. chess-results.com (14 mart 2013). ციტირების თარიღი: 9 sentyabr 2014.
- ↑ Qadınlar arasında Azərbaycan Çempionatı. ulvichess.az (14 mart 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-04. ციტირების თარიღი: 9 sentyabr 2014.
- ↑ WIM Khayala Abdulla is Azerbaijan Women's Chess Champion 2014. Chess News Blog. ციტირების თარიღი: 18 January 2015.
- ↑ Abdulla, Khayala WOMEN'S CHESS OLYMPIADS. Olimpbase.org.
- ↑ Abdulla, Khayala EUROPEAN WOMEN'S TEAM CHESS CHAMPIONSHIP. Olimpbase.org.
- ↑ İlham Əliyev 42-ci Ümumdünya Şahmat Olimpiadasının təntənəli açılış mərasimdə iştirak edib. President.az.
- ↑ Federations Ranking Women Azerbaijan. Fide.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 Mart 2017.