ხათუნა ჭიჭინაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხათუნა ჭიჭინაძე
ხათუნა ჭიჭინაძის პორტრეტი, SOVLAB.jpg
დაბ. სახელი ანა სიმონის ასული ჭიჭინაძე
დაბ. თარიღი 14 იანვარი, 1901
ჭოლევი
გარდ. თარიღი 4 მარტი, 1938 (37 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1924-1937
მეუღლე(ები) გიორგი ყურულაშვილი
მშობლები მამა: სიმონ ჭიჭინაძე

ხათუნა (ანა) ჭიჭინაძე (დ. 14 იანვარი, 1901, ჭოლევი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — გ. 4 მარტი, 1938, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეპრესირებული.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა შავი ქვის მრეწველ სიმონ ჭიჭინაძის ოჯახში. 1908–1918 წლებში სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში, 1919 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1923–1924 წლებში იყო აკაკი ფაღავას სტუდიის მსმენელი. 1924 წელს ჩაირიცხა რუსთაველის თეატრში. ითამაშა კოტე მარჯანიშვილისა და ალექსანდრე ახმეტელის დადგმულ პირველ პანტომიმაში. მოღვაწეობას სხვადასხვა თეატრებში აგრძელებდა 1937 წლამდე, დაპატიმრებამდე. ხათუნა ჭიჭინაძეს ბრალად ედებოდა ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. დაპატიმრებიდან 6 თვის შემდეგ დანაშაული აღიარა. დახვრეტა მიუსაჯეს 1938 წლის 3 მარტს. სასჯელი შეასრულეს მეორე დღეს, 4 მარტს. რეაბილიტირებულია 1956 წლის 18 ივლისის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]