ხათუნა პატაშური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხათუნა პატაშური
დაბ. თარიღი 19 მარტი, 1970 (1970-03-19) (49 წლის)
დაბ. ადგილი დედოფლისწყარო, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი

ხათუნა პატაშური (დ. 19 მარტი, 1970, დედოფლისწყარო) — ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი და ლიტერატურათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხათუნა პატაშური დაიბადა 1970 წლის 19 მარტს, დედოფლისწყაროში. 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ამავე წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1996 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი. 1993-1999 წლებში იგი იუო იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი. 2003 წელს მან სწავლა კვლავ გააგრძელა და 2004 წლამდე სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. 1994–2008 წლებში იგი იყო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ლექტორი და სამეცნიერო მუშაობის ხელმძღვანელ-კოორდინატორი. 1994-1997 წლებში იგი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ქართული და უცხოური ლიტერატურის ლექტორი. იგი იყო ფირმა „ომეგას“ პრეს-ცენტრის პრეს-მდივანი 1999–2000 წლებში. 1999 წლიდან არის ფილოლოგიის დოქტორი, 1992 წლიდან კი აქვეყნებს ლექსებს. სამეცნიერო მიწვევით, 2005 წელს იგი იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტში. მან ლინგვისტური სტაჟირება გაიარა 2014-2015 წლებში, ნიცასა და ბორდოში. გამოცემული აქვს ლექსების კრებული „დამშვიდობება“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]