ხათუნა ლორიგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი))
ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე.

ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) (დ. 1 იანვარი, 1974, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი ქალი (მშვილდოსნობა), 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი გუნდურში, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2013, ბელექი, თურქეთი; მიქსი), ევროპის ორგზის ჩემპიონი გუნდურში (1990, ბარსელონა, ესპანეთი; 1992, ვალეტა, მალტა) და ასევე ევროპის ჩემპიონი პირადში (1992, ვალეტა, მალტა). ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1990, ბარსელონა, ესპანეთი), ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი (1989).

1996 წელს ატლანტის, ხოლო 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადებში საქართველოს სახელით მონაწილეობდა და 40 სპორტსმენს შორის ვერ მოხვდა. 2007 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა და ამ ქვეყნის მშვილდოსანთა ნაკრების წევრი. ხათუნა ლორიგის მიღწევები ამერიკის მშვილდოსანთა ნაკრების წევრის სახელით — პანამერიკული თამაშების ჩემპიონი ( 2015, ტორონტო, კანადა; 2019, ლიმა, პერუ; გუნდური), პანამერიკული თამაშების ვიცე-ჩემპიონი (2011, გვადალახარა, მექსიკა, გუნდური; 2019, ლიმა, პერუ), პანამერიკული თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ( 2015 ტორონტო, კანადა; გუნდური), მსოფლიო თასის გამარჯვებული (2010, ედინბურგი, შოტლანდია; მიქსი).

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
მშვილდოსნობა
ვალეტა, მალტა
ევროპის ჩემპიონატი 1992 1st
მშვილდოსნობა
ვალეტა, მალტა
ევროპის ჩემპიონატი 1992 1st
მშვილდოსნობა
ბარსელონა, ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატი 1990 3rd
მშვილდოსნობა
ბარსელონა, ესპანეთი
ევროპის ჩემპიონატი 1990 1st

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]