ხათუნა იოსელიანი
ხათუნა იოსელიანი | |
---|---|
დაბადების სახელი | ხათუნა იოსელიანი |
დაბადების თარიღი |
9 იანვარი, 1944 თბილისი, საქართველოს სსრ |
მშობლები |
მამა: გივი იოსელიანი დედა: ნინო წეროძე |
ხათუნა იოსელიანი (დ. 9 იანვარი, 1944, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხათუნა–ბელა გივის ასული იოსელიანი დაიბადა 1944 წლის 9 იანვარს გივი იოსელიანისა და ნინო წეროძის ოჯახში. ხათუნა იოსელიანის ძმა ალექსანდრე (საშკა) იოსელიანი, აგრეთვე ცნობილი ქართველი მსახიობი იყო, რომელიც აფხაზეთის ომში დაიღუპა (1993).
მსახიობი მონაწილეობდა არაერთ სპექტაკლსა, თუ ფილმში. ერთხანს მუშაობდა რუსთავის თეატრშიც, რომელიც რამდენიმე მსახიობთან ერთად დატოვა.
2006 წელს ხათუნა იოსელიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში წავიდა საცხოვრებლად, სადაც სამშობლოში უთეატროდ დარჩენილმა მსახიობმა კვლავ საკუთარი პროფესიით მუშაობა განაგრძო და ნიუ-იორკის ქართულ თეატრში არაერთი სპექტაკლი დადგა. 2013 წლის 14 ნოემბერს ხათუნა იოსელიანს ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობაც მიენიჭა და 2014 წლის 9 იანვარს, დაბადებიდან 70 წლის იუბილეს აშშ–ში შეხვდა[1]. ნიუ-იორკში მან დადგა სპექტაკლები: ,,ნაცარქექია", ნოდარ დუმბაძის ,,ჰელადოსი“, თეთრი ბაირაღები"[2], ალექსანდრე ჩხაიძის ,,შთამომავლობა". მის გეგმებში კვლავ მრავალი სპექტაკლის დადგმაა. მსახიობ ხათუნა იოსელიანს ჰყავს ორი ქალიშვილი მაკა და თამუნა შენგელიები და ერთი შვილიშვილი საშკა კალმახელიძე.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1966: „კედელი“ რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1987: ანემია რეჟ. ვახტანგ კოტეტიშვილი
- 1988: „დღესასწაული“ რეჟ. გივი (ბესო) ოდიშარია
- 1988: ზეიმი რეჟ. ირაკლი შავლიაშვილი
- 1988: „დახატული წრე“ რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
- 1989: „ჩვენი კეთილმოწყობილი საზოგადოება (შემსრულებელი № 977)“ რეჟ. ოთარ ლითანიშვილი
- 1989: „ტურანდოტი“ რეჟ. ოთარ შამათავა
- 1993: „ციხე-სიმაგრე“ რეჟ. დავით ჯანელიძე
- 1993: „ზღვარზე“ რეჟ. დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
- 1994: „ოჩაბამბა“ (ხათუნა) რეჟ. ზაზა ჯორბენაძე
- 1994: „გზა ჩალაურისაკენ“ რეჟ. აკაკი შანშიაშვილი
- 1994: „ატრაქციონი“ რეჟ. ოთარ შამათავა
- 1996„: შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (საფრანგეთი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 1997: „მაგრამ რა მერე?!“ (თამარ) რეჟ. რამაზ იოსელიანი
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (აშხენა) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1999: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა
- 2000: „ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა“ (საფრანგეთი) რეჟ. ნანა ჯორჯაძე
- 2001: „ცარიელი სივრცე“ რეჟ. როლანდ (მიხო) ბორაშვილი
- 2003: „არის ასეთი ქვეყანა“ (უდარდელა) რეჟ. ლევან ანჯაფარიძე
- 2008: „აფსურდისტანი“ (გერმანია)
- 2011: „დაუმთავრებელი პორტრეტი“
- „აეროპორტი“ (უკრაინა)
სერიალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2001 — საუკეთესო მსახიობი ქალი. ფილმი „ცარიელი სივრცე“, დსთ-ის და ბალტიის ქვეყნების ღია კინოფესტივალი. ანაპა, რუსეთი.
- 2001 — ,,Золотой орёл"(кинопремия) (,,ოქროს არწივი"), ,,გრან პრი", ფილმი „ცარიელი სივრცე“. მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალი. მოსკოვი, რუსეთი.
- 2014 — დაჯილდოვდა კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის[3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხათუნა იოსელიანი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ხათუნა იოსელიანი — ეროვნული ფილმოგრაფია
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მსახიობი ხათუნა იოსელიანი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-08-25.
- ↑ “პატივი ეცით საკუთარს!” – ხათუნა იოსელიანი
- ↑ ხათუნა იოსელიანი კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის დაჯილდოვდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-25. ციტირების თარიღი: 2015-08-25.