ხაზარ-ლენქორანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ხაზარ-ლენქორანი
სრული სახელი Xəzər Lənkəran Futbol Klubu
მეტსახელი Gəmiçilər (გემთმშენებლები)
დაარსდა 2004; 15 წლის წინ
გაუქმდა 27 მაისი, 2016; 3 წლის წინ
სტადიონი ლანკარანის საქალაქო სტადიონი
(ტევადობა: 15,500)
პრეზიდენტი მაიას მანსიმოვი
ლიგა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა
2015-2016 მე-10
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ხაზარ-ლექორანი (აზერ. Xəzər Lənkəran Futbol Klubu) — აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბი. მდებარეობს ლენქორანში. კლუბმა უკანასკნელად, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, 2015-16 წლების სეზონში ითამაშა. 2016 წლის ზაფხულიდან კლუბი ახალგაზრდულ ფეხბურთზეა კონცენტრირებული.[1] კლუბი 2004 წელს დაარსდა და ამ დღიდან აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში თამაშობდა (სულ 12 სეზონი). ამ დროის განმავლობაში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა ერთჯერ ხოლო აზერბაიჯანის თასი სამჯერ დაისაკუთრა.[2][3] ხაზარ-ლენქორანი ევროპის კლუბთა ასოციაციის წევრიც იყო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები (2004-2012)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი 2004 წელს, აზერბაიჯანელმა მეწარმემ, მუბარიზ მანსიმოვმა დააარსა და ადგილობრივ მედიაში, ძირითადად ფინანსური მდგომარეობის გამო, მან „კავკასიურ ჩელსიდ“ მოიხსენია.[4][5] აგასელიმ მირჯავადოვის ზედამხედველობის ქვეშ კლუბმა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის ტიტული 2006-07 წლების სეზონში მოიპოვა. ხაზარ-ლენქორანმა აგრეთვე მოახერხა 2008 წლის CIS თასის მოპოვება; ამ თასის მოსაპოვებლად გუნდმა ფინალში ფახთაქორ ტაშკენტი დაამარცხა.[6][7]

ფაბიან ველდვიჯკის დანიშვნის შემდეგ კლუბმა ევროპულ თასებზე წარმატებას ვერ მიაღწია. 2013 წლის 4 დეკემბერს, ხაზარ-ლენქორანმა გამოაცხადა, რომ ველდვიჯკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს ცუდი შედეგის დაფიქსირების გამო.[8]

გვიანი წლები (2014-16)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის ივლისში, იუნის ჰუსეინოვის ძინამძღოლობით, გუნდმა ევროპულ ტურნირში პირველი მატჩი მოიგო: მათ „ნომმე კალჯუ“ დაამარცხეს.[9] 2015 წლის მარტში, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, კლუბის მენეჯერად ლივერპულის ყოფილი მოთამაშე ჯონ ტოშაკი დაინიშნა.[10][11] 2015-16 წლების სეზონში ხაზარ-ლენქორანმა არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალი პოზიციით, მე-12 ადგილით, დაასრულა ტურნირი.[12]

აზერბაიჯანის პროფესიული საფეხბურთო ლიგის გადაწყვეტილებით ხაზარ-ლენქორანს 2016-17 წლების სეზონში მონაწილეობის უფლება არ გააჩნდათ და ამ განაჩენის გაგების შემდეგ ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ კლუბი პროფესიონალურ ფეხბურთს თავს ანებებდა.[1]

სტადიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Fırtınalar Meydanı (შტორმის არენა)

ხაზარ-ლენქორანის საშინაო მოედანია ლენქორანის ქალაქის სტადიონი. მისი ტევადობა 15,000-ია და აზერბაიჯანში სისიდით მესამე ადგილს იკავებს. სტადიონი აგრეთვე ცნობილია როგორც „Fırtınalar meydan“ (შტორმის არენა); ეს სახელი კლუბის ადგილობრივი მხარდამჭერების, „Fırtına“-ს გამო ეწოდა.[13][14]

გულშემატკივრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულშემატკივრობის მხრივ ხაზარ-ლენქორანი ერთ-ერთი გამორჩეული კლუბია. კავკასიის რეგიონში, კაპაზის შემდეგ სწორედ მათ მატჩებს ესწრება საშუალოდ გულშემატკივრების ყველაზე მაღალი რაოდენობა. კლუბს გულშემატკივრები მთელ სამხრეთ რეგიონში ჰყავთ (ხარდამჭერთა კლუბებით - მთელს მსოფლიოში).[15] კლუბის მხადამჭერები ცნობილები არიან, როგორც „Fırtına“ (შტორმი).[16][17]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Statement of Khazar Lankaran FC. Khazar Lankaran (27 May 2016). წაკითხვის თარიღი: 29 November 2016.
  2. Хет-трик ХЛ, черный покер Интера. წაკითხვის თარიღი: 25 May 2011.
  3. Ibrahimov, Erkin. Xäzär beat İnter to win Azerbaijani Cup. UEFA.
  4. Наставник сборной Молдавии отрицает переход в "кавказский "Челси" (რუსული)
  5. Кавказский "Челси": миф или реалность? Archived 13 September 2009 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
  6. "Хазар" выиграл Кубок Содружества (in Russian). Trend News Agency. Retrieved 7 August 2010.
  7. Лянкаранский Хазар выиграл Кубок Содружества!(in Russian). Bakililar.az. Archived from the original on 31 January 2008. Retrieved 7 August 2010
  8. "Azerii au dat afara toti strainii. Veldwijk, pe faras!" Retrieved 22 July 2011.
  9. Xäzär Länkäran earn maiden European win. UEFA. Uefa.com. წაკითხვის თარიღი: 10 July 2014.
  10. Тошак возглавил "Хазар-Ленкорань". Footballtop.ru (in Russian). Retrieved 17 March 2015.
  11. Джон Тошак возглавил азербайджанский футбольный клуб. ua-football.com (in Russian). Retrieved 17 March 2015.
  12. "Xəzər Lənkəran"a açıq məktub Azerbaijani. futbolpress.az. წაკითხვის თარიღი: 18 August 2015.
  13. "Fırtınalar meydanı"nda qol şousu Archived 6 July 2011 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  14. "Fırtınalar meydanı" niyə dolmur... Archived 5 July 2009 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  15. Khazar Lankaran FC’s Baku Fan Club Archived 6 July 2011 საიტზე Wayback Machine.
  16. "FIRTINA" Fan Club Archived 1 January 2014 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
  17. “Xəzər Lənkəran”a zərbə yox, dəstək lazımdır! (აზერბაიჯანული)