ხადიჯა ისმაილოვა
ხადიჯა ისმაილოვა Xədicə İsmayılova | |
---|---|
დაბადების თარიღი |
27 მაისი, 1976 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ |
მოქალაქეობა | აზერბაიჯანი |
პროფესია | ჟურნალისტი |
ხადიჯა როვშან კიზი ისმაილოვა ( აზერ. Xədicə Rövşən qızı İsmayılova; . 27 მაისი 1976, ბაქო) — აზერბაიჯანელი ჟურნალისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხადიჯა ისმაილოვა დაიბადა 1976 წლის 27 მაისს. 1997 წელს დაამთავრა ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სკოლა. 1997 წლიდან 1999 წლამდე იყო გაზეთ „ავრასიას“ რეპორტიორი, შემდეგ კი გაზეთების „გუნაიდინის“ და „უხ ნოქტას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე. 2000-2003 წლებში გახლდათ გაზეთ "სარკის" თანამშრომელი, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელობდა ამ გაზეთის პოლიტიკურ საინფორმაციო განყოფილებას.
2003-2004 წლებში იყო Caspian Business News– ის რედაქტორის მოადგილე, შემდეგ კი 2006 წლამდე — IREX -ის საგრანტო პროგრამის მენეჯერი, ექსპორტისა და საინვესტიციო ფონდის პროექტის (EU TACIS პროგრამა) კონსულტანტი. 2006 წლიდან 2007 წლამდე გახლდათ რადიო ამერიკის ხმის აზერბაიჯანული ბიუროს წამყვანი 2008 წლიდან 2010 წლამდე ხელმძღვანელობდა რადიო თავისუფლების ბაქოს ბიუროს. ხადიჯა ისმაილოვა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის ანგარიშგების პროექტის წევრია.[1]
2019 და 2020 წლებში ისმაილოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიაღწია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ მისი რიგი უფლებების დარღვევის აღიარებას.
დაპატიმრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის 5 დეკემბრიდან იგი დაკავებული იყო თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით. 2015 წლის 1 სექტემბერს ბაქოს სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო და 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. [2]
როგორც კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა (OCCRP) აღნიშნა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ხადიჯა ისმაილოვას გამოძიებამ აჩვენა, რომ ალიევების ოჯახი, კომპანიების ქსელის მეშვეობით, მართავს 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივებს აზერბაიჯანულ უმსხვილეს ბანკებში და რომ ეს მხოლოდ ფინანსური იმპერიის ნაწილია.
12 და 13 ივნისს, პოლ დევიდ ჰიუსონმა, მსოფლიოში ცნობილი ირლანდიური როკ ჯგუფის U2 -ის ლიდერმა, რომელიც ბონოს ფსევდონიმითაა ცნობილი, აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების დასაცავად ისაუბრა. ბონომ სცენიდან დაასახელა ექვსი დაკავებული ჟურნალისტი და უფლებადამცველი, მათ შორის ხადიჯა ისმაილოვა.
2015 წლის 1 სექტემბერს ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლომ ხადიჯა ისმაილოვას 7.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში. იგი დამნაშავედ ცნეს გადასახადებისგან თავის არიდების, თანხების გაფლანგვის, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო. მუხლი "თვითმკვლელობისკენ წაქეზება“ მოიხსნა. თავად ჟურნალისტი უარყოფს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას და ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ საქმე ფალსიფიცირებულია პოლიტიკური მოტივით, როგორც შურისძიება აზერბაიჯანის მთავრობის უმაღლეს ეშელონებში კორუფციის შესახებ პუბლიკაციების გამოქვეყნების, მათ შორის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის წევრების ფინანსური სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის გამო. [3][4]
პატიმრის დედამ, ელმირა ისმაილოვამ, სასამართლოს შენობის წინ განაცხადა, რომ მას არ უკვირს სასამართლოს დასკვნა და რომ აზერბაიჯანის მთავრობის ქმედებები მისი ქალიშვილის საქმეში ნაკარნახევია არასასურველი ინფორმაციის გამჟღავნების შიშით. ისმაილოვას ადვოკატმა ფარიზ ნამაზლიმ განაჩენი უკანონოდ ცნო და განცხადება გააკეთა მისი გასაჩივრების შესახებ. [5][6]
2016 წლის 25 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ განიხილა ისმაილოვას საკასაციო საჩივარი. საჩივარი დაკმაყოფილდა და ისმაილოვას პატიმრობა შეიცვალა პირობითი სასჯელით, რის შემდეგაც ჟურნალისტი გაათავისუფლეს.[7][8]
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს მას მიენიჭა ჰასან ბეკ ზარდაბის სახელობის პრიზი "პოლიტიკურ და საერთაშორისო თემებზე მომზადებული რეპორტაჟებისათვის"
2012 წლის თებერვალში მიიღო გერდა ბუცერიუსის სახელობის „აღმოსავლეთ ევროპის თავისუფალი პრესის“ პრემია (Gerd Bucerius-Förderpreis Freie Presse Osteuropas).
2012 წლის 24 ოქტომბერს მან მიიღო „ჟურნალისტიკის ღირსების“ ჯილდო, რომელიც დაარსდა ქალთა მასმედიის საერთაშორისო ფონდის (IWMF) მიერ.
2016 წელს მიიღო გილერმო კანოს სახელობის იუნესკოს მსოფლიო პრესის თავისუფლების პრიზი.
მედიის თავისუფლებისა და მომავლის ჯილდო (2020 წ.).[9][10]
სტიპენდია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა ხადიჯა ისმაილოვას სახელობის სტიპენდია გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის, რომელიც შეიქმნა და თანადაფინანსებულია ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის კვლევითი ცენტრის (OCCRP) და რადიო თავისუფლების მიერ და ითვალისწინებს შვიდთვიანი პროფესიული განვითარების პროგრამას. პროგრამის მიზანია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მნიშვნელოვანი ჟურნალისტური პროექტების მხარდაჭერა, რომელიც მიზნად ისახავს კორუფციის და ძალადობის გამოძიებას ძალაუფლების უმაღლეს ეშელონებში.[11][12]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Khadija Ismayilova". International Consortium of Investigative Journalists. 2015. Retrieved 18 December2015.
- ↑ "Azerbaijan journalist Khadija Ismayilova jailed in Baku". BBC. 1 September 2015.
- ↑ Nast, Condé (2021-07-23). "The Spyware Threat to Journalists". The New Yorker. Retrieved 2021-07-26.
- ↑ "Investigative journalist Khadija Ismayilova pushes through persecution to uncover corruption in Azerbaijan"[მკვდარი ბმული]. Retrieved 2021-07-26.
- ↑ Kazimova, Arifa (18 March 2011). "Media in Azerbaijan: The Ruling Family Dominates TV, the Opposition Has Some Papers" (PDF). Caucasus Analytical Digest (25): 4–7. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) 24 თებერვალს 2014 წ.
- ↑ "The Arrest of Khadija Ismayilova". Facebook. 9 December 2014.
- ↑ Walker, Shaun (2016-05-25). "Investigative journalist Khadija Ismayilova freed in Azerbaijan". the Guardian. Retrieved 2016-05-25.
- ↑ Khadija Agreed to Be Represented by Amal Clooney. Radio Free Europe/Radio Liberty. 21 January 2016. Retrieved 24 January 2016.
- ↑ "Khadija Ismayilova to Receive Award". დაარქივებული 2021-10-07 საიტზე Wayback Machine. Yeni Musavat. 16 February 2012.
- ↑ "RFE/RL Azeri Journalists Win Global Investigative Reporting Award". დაარქივებული 2021-10-07 საიტზე Wayback Machine. RFE/RL. 15 October 20
- ↑ OCCRP и радио «Свободная Европа» / радио «Свобода» учредили стипендию имени Хадиджи Исмаиловой
- ↑ http://docs.rferl.org/en-US/2015/12/07/c11ed692-f78f-4656-8c40-6dc38fe03776.docx